„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ლანჩხუთის #61 ოლქში დავით ალფაიძის ინფორმაციით, შუხუთის #23 საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ერთ ამომრჩეველზე ორი საარჩევნო ბიულეტენი გაიცა.
“მესამე რეგისტრატორმა გასცა ერთ-ამომრჩეველზე ორი ბიულეტენი. შესაბამისად, მანქანამ არ გაატარა და ერთი ხმა დაიკარგა“, _ ამბობს დავით ალფაიძე.
მისივე თქმით, დარღვევის თაობაზე საჩივარი დაწერილია „კოალიცია ცვლილებსთვის“ დამკვირვებლის მიერ-„ საჩივარი გადაეცა კომისიის მდივანს და გატარდა რეგისტრაციაში. შესაბამისად მომჩივანს მიეცა ცნობა საჩივარის ცაბარების შესახებ მდივნის ხელმოწერით“.