შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, – ამის შესახებ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ TT-სთვის მიცემულ წერილობით კომენტარში განაცხადა.
“საქართველოში განვითარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე აძლიერებს ამას.
მცდელობები, მმართველმა პარტიამ, რომლის გამარჯვებაც სადავო საკითხი გახდა საპარლამენტო არჩევნებში, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – აცხადებს ბენჟამინ დოუსა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.
Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.