შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, ხელი მოაწერა განცხადებას, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება სურს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ეს ნაბიჯი აღნიშნავს სტოკჰოლმის ოფიციალურ ნაბიჯს აშშ-ს მეთაურობით სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისკენ – დაასრულებს ათწლეულების სამხედრო ნეიტრალიტეტს – რადგან რუსეთის შეჭრა უკრაინაში დრამატულ ევოლუციას იწვევს ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკაში.
”ეს ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული შეგრძნებაა, რომ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის.
ჩვენ არ ვიცით რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას შეიძლება ერთ წელი დასჭირდეს.
ეს განაცხადი ფინეთთან ერთად, ერთ დღეში იქნება წარმოდგენილი და შემდეგ კი, ნატოს მიერ იქნება დამუშავებული“,_ განაცხადა ენ ლინდემ.
შეგახსენთ, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა 16 მაის განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა შეუერთდეს ნატოს მეზობელ ფინეთთან ერთად, რათა “უზრუნველყოს შვედი ხალხის უსაფრთხოებას”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში შესვლა საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს, მაგრამ სამხედრო გაფართოება ტერიტორიაზე “რა თქმა უნდა გამოიწვევს ჩვენს პასუხს”.
ავტორი