შვეიცარიაში ეძებენ ადამიანს, რომელსაც მატარებლის ვაგონში 3კგ-ზე მეტი ოქრო დარჩა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ძვირფასი ლითონი მატარებელში 2019 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ პოლიციელები ჩანთის მფლობელს ეძებენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქროს ღირებულება 191 ათას დოლარს შეადგენს.
ლუცერნის პროკურატურის განცხადებით, მფლობელს ჩანთის წასაღებად 5-წლიანი ვადა აქვს, მაგრამ უცნობია თუ როგორ დაუმტკიცებს ის პოლიციას, რომ ოქრო სწორედ მას ეკუთვნის.