შვეიცარიაში, Nespresso-ს ყავის ქარხანაში, პოლიციამ 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი დოლარია. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეარხი წერს, კომპანიის, რომონტის ქარხნის თანამშრომლები თეთრი ფერის ნივთიერებით სავსე ტომრების ნახვის შემდეგ, პოლიციას თავად დაუკავშირდნენ.
პოლიციამ ნარკოტიკი გადაზიდვის ხუთ კონტეინერში აღმოაჩინა. პირველადი გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, ტვირთი ბრაზილიიდან იყო ჩასული.
Nespresso-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხანაში ყავის კაფსულების ნაწარმი წამლით, არ იყო დაბინძურებული.
„ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ მომხმარებლები, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი უსაფრთხოა მოხმარებისთვის“, – აცხადებენ ყავის კომპანიაში.
ამოღებული კოკაინი 80%-ით სუფთა იყო და მისი სავარაუდო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენდა (53 მილიონი აშშ დოლარი; 43 მილიონი ფუნტი).
”ეს ნამდვილად დიდი დაჭერაა ფრიბურგის კანტონისთვის, შეიძლება ითქვას არაჩვეულებრივი დაჭერა”, _ თქვა მარკ ანდრეიმ, რეგიონის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.
პოლიციამ განაცხადა, რომ კოკაინი სავარაუდოდ ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.
ავტორი