ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:
,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგტამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი” – გვითხრა ადგილობრივმა..





























































