შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
“ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში”, _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.