შვილმა 92 წლის დედა მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს თავში ნაჯახი აქვს ჩარტყმული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, დედასა და შვილს შორის ოჯახური კონფლიქტი ხშირად იყო.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.