კახეთში შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა შუახნის მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაყენა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შვილი დაკავებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.