ახალგაზრდა კაცმა საკუთარი მამა მოკლა.
შემთხვევა თერჯოლაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამას დაზიანებები ნაჯახით, საწოლში მიაყენა.
ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.