წალენჯიხის სოფელ მუჟავაში შვილმა ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული.
ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.