სკოლებში საბაზო საფეხურს ერთი წელი დაემატება – 10 კლასის ჩათვლით სწავლა სავალდებულო ხდება – აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
განათლების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, მოსწავლეებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე გამოცდების ჩაბარებაც მოუწევთ.
„ეროვნული სასწავლო გეგმა ისე გადანაწილდება, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყოს დატვირთული; რაციონალურად განაწილდება ის ცოდნის მიღება მოსწავლეებში, რაც აქამდე 9 წელში ხორციელდებოდა. დაემატება ის მნიშვნელოვანი სეგმენტები, რომლებიც საჭირო იქნება მისი უნარების განსავითარებლად. ეს ერთი დიდი რეფორმის ნაწილია… თუმცა აქვე ვიტყვი – მიდის მუშაობა, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურზე განმავითარებელი გამოცდები იქნება დადგენილი, ხოლო საატესტატო – საშუალო განათლების ზოგადი გამოცდა იქნება მე-12 კლასში“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.