ფეხით სირული უფრო ხელმისაწდომი გახლავთ. ფეხით გასეირნება ტვირთად არ უნდა იქცეს. საჭირო არ არის მძიმე ან სამწყობრო ნაბიჯით სიარული, ყველას ჯობს თავისუფლად იაროთ. ყურადღება გაამახვილოთ ბუნებრივ სიარულზე: თავი მაღლა გვეჭიროს, ნუ მოიკუზებით. მხრები გაშალეთ!
მიზნად დაისახეთ გახდეთ ფეხით მოსიარულე და ყოველდღიურად, წლის ყოველ დროს და ყოველგვარ ამინდში იარეთ. თუ გარემო არ გაინტერესებთ, თავი ფიქრებს მიეცით როცა სეირნობთ, ჩვეულებრივი საზრუნავისაგან თავისუფლდებით და უფრო ახლოს დგებით პოეტებსა და ფილოსოფოსებთან, თუკი, რაღა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნებათ.
ცხოვრებას იმდენი რამის სწავლება შეუძლია, რომ ნამდვილად დასანანია დროის დაკარგვა სხვებთან შედარებით ბურთის უკეთ სროლის დაუფლებაზე. თუმცა კი შედეგი მაინც ერთია: სწორად მომუშავე კუნთები და დაჩქარებული სისხლის მიმოქცევა ჰარმონიისა და ბედნიერების განცდასთან ერთად.
თავისთავად მებაღეობაც შესანიშნავი საქმეა. იგი სუფთა ჰაერზე ყოფნის სუკეთესო საშუალებას იძლევა, მაგრამ შეიძლება გასუქდეთ კიდეც, ვინაიდან მებაღეობა მაინცდამაინც მოძრაობისა და ფიზიკური ენერგიის ხარჯვის საშუალებას არ იძლევა, სუფთა ჰაერი კი მადას აღვიძებს. ამიტომ თუ ორივეს მოკიდებთ ხელს უკეთესია. შეგიძლიათ წაიმუშაოთ ბაღში და შემდეგ გაისეირნოთ.