ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს.
თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
“მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა”.
ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია კაცს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში”.
სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
“არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”,
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: mozaikanews.ge