ქართველი რეჟისორი, სცენარის ავტორი და ოპერატორი გოგი თორაძე სიდნეიში დააჯილდოვეს.
ფილმისთვის “სნაიპერი” გოგი თორაძეს გადაეცა საპატიო ჯილდო სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Sydney Australian Film Festival).
“სნაიპერი” სატელევიზიო ფილმია, რომელიც ტყვიის სროლაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის შესახებ მოგვითხრობს.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს გოგი თორაძეს საერთაშორისო ჯილდოს მიღებას და წარმატებას უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში.
წყარო: GNFC – Georgian National Film Center