ძლიერი ხანძარი სიდნეის გარეუბნებში მდებარე საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად 2 500 ჰექტარი მიწაა დამწვარი.
ხანძრის ჩაქრობას როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო გზებით ცდილობენ, თუმცა, მაშველებს ძლიერი სიცხე და ქარი ხელს უშლის.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დივერსიას უკავშირდება.