სიძემ მორგიდან სიდედრის ცხედარი მოიპარა. ამის შესახენ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ როჩესტერში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ცხედარის მორგიდან მოპარვის მიზეზი დამკრძალავი ბიუროს მეპატრონესთან დაუკავშირებლობა გახდა.
„სხვა გზა არ მქონდა. 2 დღე გავატარე პოლიციის განყოფილებაში დამკრძალავი ბიუროს მეპატრონის ძებნაში, მაგრამ ვერ შევძელი. ამავდროულად ჩემი ცოლის შეწუხება არ მინდოდა, ცხედარი კი როგორმე უნდა გამომეტანა“,_აცხადებს ის.
როგორც ცნობილია, მან წინასწარ დაქირავებული მანქანით ცხედარი სხვა დამკრძალავ ბიუროში გადაასვენა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცის მიერ გასულ წელს ჩადენილი ქმედება ამ კვირაში გახდა გახდა ცნობილი, როდესაც მანდატურებმა ბიუროში 16 სავსე ლარნაკი აღმოაჩინეს, რომლებიც ოჯახებს არ გადასცემიათ.
მაუწყებლის ცნობით, ბიუროს დირექტორს საქმიანობა გადასახადების გადაუხდელობის გამო აუკრძალეს, რაც შეეხება დამკრძალავ ბიუროს, ის რეგისტრირებული არ ყოფილა.