თხის რქა _ თხის რქა ბედნიერია, როცა შეძლებს ცხოვრების იდეალური გეგმის შედგენას. რა თქმა უნდა, რეალობას თავისი კორექცია შეაქვს, მაგრამ ქალბატონი თხის რქა თავის წილ ბედნიერებას ცალკეული პუნქტების აკურატულ ასრულებაშიც პოულობს.
მერწყული _ მერწყული ისედაც ბედნიერია. მას ბედნიერებისთვის არაფერი სჭირდება. მას ყველაფერი აქვს. მის გარშემო ძალიან ლამაზი და იდუმალებით სავსე სამყაროა.
თევზები _ თევზები იმდენად ჩაკეტილი ნიშანია, რომ არავის ესმის, რა ახარებთ მათ რეალურად. სიხარულის გამოხატვა ძალიან თავისებურად შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, აქვთ უნარი მოიზიდონ წარმატება.
ვერძი _ ვერძი ბედნიერია მაშინ, როდესაც ბევრი ფული აქვს.
კურო _ კურო ბედნიერია, როცა გარშემომყოფებზე უკეთესად გრძნობს თავს. მას სჭირდება სჯეროდეს, რომ წარმატებულია.
ტყუპები _ ტყუპებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. დღეს ერთი რამ უხარიათ, ხვალ მეორე. ქალი ტყუპი ბედნიერად გრძნობს თავს მაშინ, როდესაც მამაკაცები მის ნიჭს აღნიშნავენ.
კირჩხიბი _ კირჩხიბი ბედნიერი ოჯახის გარემოცვაშია. მას კომფორტული სახლი უნდა ჰქონდეს, რომელშიც ყვავილების სურნელი ტრიალებს. ბედნიერება მისთვის – პროცესია.
ლომი _ ლომს სტატუსი აბედნიერებს. რაც უფრო მაღალი წოდება აქვს, მით უფრო ბედნიერია.
ქალწული _ ქალწულის შინაგანი სამყარო იმდენად რთულადაა მოწყობილი, რომ მისი შეცნობა არავის შეუძლია. ამიტომ, ისინი არასოდეს ითხოვენ სამყაროსგან პირად ბედნიერებას. მათ იციან, რომ ბედნიერება ისაა, როდესაც შენი ესმით. მათი კი არავის ესმის…
სასწორი _ სასწორი ბედნიერია, როდესაც მის გარშემო ყველაფერი ლამაზია. როცა ყველაფერი სამართლიანად ხდება. მას უხარია, როცა ის იყვართ და ამას ხმამაღლა არნიშნავენ.
მორიელი _ მორიელს თავისებური ბედნიერების აღქმის უნარი აქვს. მას არ შეუძლია გახდეს ბედნიერი „უბრალო“ ადამიანების გარემოცვეში. მას აუცილებლად სჭირდება მასავით იდუმალი პიროვნება ჰყავდეს გვერდით.
მშვილდოსანი _ მშვილდოსნის ბედნიერება – თავგადასავლებშია. ისეთში, რომლის მოყოლასაც შემდეგ მეგობრებთან შეძლებს.
[sexy_author_bio]