FRANCE 24-ის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქში ასობით ადამიანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის ავია ბაზაზე განხორციელებულ იერიშს აპროტესტებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დემონსტრანტებს დროშებთან ერთად ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით „ერაყი აღარ განმეორდება, ეს არის ასადის სირია“, „ტრამპი ტერორიზმს უჭერს მხარს“.
მომიტინგეების ნაწილი კი სკანირებს :_“სიკვდილი ამერიკას“, “სიკვდილი ისრაელს“.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ბაზაზე Tomahawk-ის 59 რაკეტა გაუშვა.
გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი სირიის საჰაერო ბაზას თავს სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ დაესხა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე: