კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი “სიკვდილის ველი” განთქმულია უამრავი ამოუცნობი ანომალიური მოვლენით.
ერთ – ერთი მათგანი უზარმაზარი ქვების საიდუმლოა. უცნაური, ქაოსური მოძრაობა, რომელიც უკან ტოვებს რამოდენიმე ათეულობით მეტრის სიგრძის კვალს. ხშირად ეს კვალი ძალიან ღრმაა, ხუმრობა ხომ არაა 30 კილოგრამამდე ქვის გადაადგილება რაღაც არაბუნებრივი ძალის მეშვეობით.
ეს უცნაური მოვლენა ამომშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას ზედაპირზე ხდება. ამ ტბისაგან მხოლოდ თიხის მშრალი ზედაპირია დარჩენილი და წესით, ქვების მოძრაობას არაფერი არ უნდა იწვევდეს.
დაბნეული და იდუმალი მოვლენით დაინტერესებული მეცნიერები ათასგვარ თეორიას განიხილავენ, ცდილობენ რაიმე ახსნა მაინც მოუძებნონ ამ ფენომენს, მაგრამ საერთო აზრამდე ვერა და ვერ მიდიან.
ზოგიერთი მათგანი ამ მოვლენას ხსნის ძლიერი მაგნიტური ველის არსებობით, ზოგიც მიწისქვეშა ნაკადების მოძრაობით, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ჰაერის ნაკადების თეორიაა: “სიკვდილის ველის” გარშემო არსებული ჰაერის ნაკადის გეოლოგიური და ატმოსფერული კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ ეს ნაკადი ძალიან ძლიერია, ის რაღაც ძალის მეშვეობით იყოფა ორ ურთიერთსაწინაღმდეგო მიმართულების ნაკადად და დროგამოშვებით ხდება ამ ნაკადების ერთმანეთთან შეჯახება, წარმოიშობა რა ამ დროს ტორნადოსმაგვარი მოვლენა, რაც იწვევს კიდეც ამ უზარმაზარი ქვების ადგილიდან დაძვრას.
თეორია თითქოსდა დამტკიცებულია, მაგრამ ამ მოვლენაზე პრაქტიკულად დაკვირვების საშუალება არავის არ მიეცა, ასე რომ ჯერჯერობით თეორია თეორიად რჩება.
“სიკვდილის ველზე” ყოველწლიურად მეცნიერთა ახალ-ახალი ნაკადი ჩადის, რომლებიც ცდილობენ ახსნა მოუძებონ აქ მიმდინარე ამ და კიდევ მრავალ უცნაურ მოვლენას, მაგრამ კითხვებზე მეცნიერული და დასაბუთებული პასუხები ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.