რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს კომპოტები მოპარეს, _ ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.
არსებული ინფორმაციით, კომპოტები საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, სადარბაზოში სპეციალურად მოწყობილ საკუჭნაოში იყო შენახული.
როგორც კომპოტების მეპატრონე (რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა) აცხადებს, სულ მოპარულია 35 ცალი 3 ლიტრიანი ქილა ატმისა და კომშის კომპოტი.
“საკუჭნაოდან, რომელიც სადარბაზოში მაქვს, კომპოტები მომპარეს. სიმბოლურად ერთი ქილა დამიტოვეს, ეტყობა მთელი ზაფხული რომ ვიწვალე გემო მაინც გაუსინჯოსო. ნუ მოკლედ, იქნებ ქილები მაინც დააბრუნოს”, _ აცხადებს “ინფო რუსთავთან” მოქალაქე.