ბოლონიაში ცხოვრების დროს, როსინიმ დაწერა რევოლუციური სიმღერა, რომელიც ამხნევებდა და მოუწოდებდა იტალიელებს ავსტრიის უღლიდან გამანთავისუფლებელი ბრძოლისაკენ.
ახალგაზრდა კომპოზიტორმა კარგად იცოდა, რომ მისი დარჩენა ქალაქში, რომელიც ავსტრიის ჯარების მიერ იყო დაკავებული, საშიში იყო, მაგრამ ბოლონიიდან წასვლა არ შეიძლებოდა გენერლის ნებართვის გარეშე. როსინიმ გადაწყვიტა, მისულიყო მასთან და ნებართვა ეთხოვა.
– ვინა ხართ თქვენ? – იკითხა ავსტრიელმა გენერალმა.
კომპოზიტორმა დაასახელა პირველივე გვარი, რომელიც ენაზე მოადგა და თან დაუმატა:
– მე მუსიკოსი და კომპოზიტორი ვარ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ის ავაზაკი როსინი, რომელიც რევოლუციურ სიმღერებს წერს. მე მიყვარს ავსტრია და თქვენთვის ხალისიანი სამხედრო მარში დავწერე. შეგიძლიათ მისცეთ შესასწავლად თქვენს სამხედრო ორკესტრს, – როსინიმ გენერალს ნოტები გადასცა, სამაგიეროდ საშვი მიიღო.
მეორე დღესვე მარში შესწავლილი იქნა ავსტრიის სამხედრო ორკესტრის მიერ და შესრულებული ბოლონიის მოედანზე. როდესაც ბოლონიის მოსახლეობამ ნაცნობი მოტივი იცნო, აღტაცებაში მოვიდა და მაშინათვე აჰყვა მას.
გაცოფებულ ავსტრიელ გენერალს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ კომპოზიტორს ბოლონიის საზღვრები უკვე დაეტოვებინა.
ავტორი