„ნაცისტური გერმანიის ოფიცრებს უფრო მეტი პატივისცემა აქვთ უნივერსიტეტის ავტონომიის, ვიდრე “ქართული ოცნების” ოფიცრებს, რომლებიც აქ განათლების სისტემას მართავენ“,_აღნიშნული განცხადება გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართულ დებატებში სიმონ ჯანაშიამ.
გარა ამისა, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, “მიქანაძე, რომელსაც აბარია განათლების სისტემის მართვა, არის პოლიციის პოლკოვნიკი და მისი მოადგილე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი. სუს-ის და პოლიციის პოლკოვნიკები განათლების სისტემას ვერ ააწყობენ. მე არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. ჩემი პარტია არის „თავისუფლების მოედანი“. ეს არის პირველი პარტია, რომლის წევრიც ვარ”.
„ყველაფერს [განათლების ,,რეფორმას”] აქვს ერთი და იგივე მიზანი, რომ უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას“, _ განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

































































