პუტინმა კრემლის პროპაგანდისტი და RT-ს მთავარ რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მას ჯილდო “სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დამსახურებისა და ეროვნული კულტურის განვითარებაში წვლილისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის .” გადაეცა.
მარაგრიტა სიმონიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა, “კაციჭამიების მკვლელობისთვის“
„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კანიბალების მკვლელობისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგპირდით, დაიმახსოვრეთ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა…“ – განაცხადა სიმონიანმა კრემლში დაჯილდოების ცერემონიაზე.
მან აღნიშნა, რომ 20 წლის წინ პუტინმა „არ დაუშვა კავკასიის მოწყვეტა და არ დაუშვა ეთნიკური ხოცვა–ჟლეტის სისხლიანი აფეთქება“.
სიმონიანმა საქართველო და 2008 წლის ომის გახსენა.
“მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი” , – მიმართა პუტინს მისმა რუპორმა.
სიმონიანმა, ასევე პუტინის მადლობა გადაუხადა, ყარაბაღში “ხოცვა–ჟლეტის შეწყვეტისთვისაც” და დონბასში, “ჩვენი ხალხის კანიბალებისთვის სისხლიანი პირიდან გამოგლეჯვისთვის“.
სიმონიანმა დასძინა, რომ დონბასში რაც ყოველდღე ხდება, შეუძლებელია არ განერვიულოს
„გმადლობთ, რომ ჩვენი ხალხი ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან ტკივილით, სისხლით გამოგლიჯეთ, რომ ეს გადაწყვიტეთ. და ჩვენ დაგეხმარებით ამაში, რამდენადაც თქვენ ჩვენგან მოითხოვთ, ”- თქვა RT-ის მთავარმა რედაქტორმა და პროპაგანდისტმა.
პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მისივე აღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის “სახალხო რესპუბლიკების” მარიონეტებს – ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშლინს, ასევე ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილის რეგიონების “ხელმძღვანელებს” – ევგენი ბალიცკის და ვლადიმერ სალდოს.
ავტორი