მთელი თავისი ცხოვრება სინდი 58 კილოგრამ წონას ინარჩუნებდა. დიეტას “ზონა” ეწოდება და ის ბიოქიმიკოსმა ბარი სირზმა ჯერ კიდევ 1995 წელს შეიმუშავა. დიეტის მთავარი საიდუმლოება არა შიმშილი, არამედ დღეში 5-6-ჯერ პატარა პორციებით ჭამაა. მთელი დღის რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს: 30% ცილები, 40% ნახშირწყლები და 30% ცხიმები.
1 დღის რაციონი:
საუზმე: 2 კვერცხი, ყველის ნაჭერი და ჭვავის პურის ნაჭერი.
ლანჩი: მწვანე ვაშლი და 150გრ. ხილის სალათი.
სადილი: თევზი ან ქათმის მკერდი (150გრ) ბოსტნეულთან ერთად, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი.
ვახშმამდე: ფორთოხალი ან 30გრ. ყველის ნაჭერი
ვახშამი: 150გრ მოხარშული საქონლის ხორცი, 100გრ ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, ჭიქის მეოთხედი მოხარშული ლობიო.
ძილის წინ: ჭიქა იოგურტი ან უცხიმო კეფირი.
რა თქმა უნდა, სინდი ხანდახან ჰამბურგერებზე უარს ვერ ამბობს, მაგრამ სწორედ ამ დროს იცავს ორკვირიან დიეტას და ვარჯიშობდა. ამ დიეტის მთავარი კერძი დაბალკალორიული სუპია: კომბოსტო, პომიდორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი… კარტოფილის ან სხვა ნახშირწყლებით სავსე ბოსტნეულის დამატება იკრძალება. ეს სუპი დღეში 5-ჯერ უნდა მიირთვათ, მაშინ როცა შიმშილის გრძნობა დაგეუფლებათ. მასთან ერთად, რაციონს უნდა დაამატოთ ხილი, უცხიმო რძე, უცხიმო იოგურტი, ბრინჯი და ცოტაოდენი ხორცი(ქათამი, საქონელი, თევზი).
შავ სიაში ხვდებიან პური, შოკოლადი, ტკბილეული, გაზირებული და ალკოჰოლური სასმელები.
რაც შეეხება სასმელებს, წყალი განუსაზღვრელი რაოდენობით, ასევე მწვანე ჩაი და შავი უშაქრო ახლადმოხარშული ყავა.
რაციონი კვირის მანძილზე:
ორშაბათი: სუპი, ბოსტნეული უსაზღვრო რაოდენობით და დიეტური იოგურტი.
სამშაბათი: სუპი, ხილი უსაზღვრო რაოდენობით და უცხიმო იოგურტი.
ოთხშაბათი: სუპი, ბოსტნეული და ხილი უსაზღვრო რაოდენობით.
ხუთშაბათი: სუპი და მოხარშული ქათამი.
პარასკევი: სუპი, მოხარშული საქონლის ხორცი (150გრ)
შაბათი: სუპი, ბოსტნეული და უცხიმო იოგურტი.
კვირა: სუპი, ბოსტნეული და ხილი.
თუ 5-7 კილოს დაკლება სწრაფად გსურთ, ეს დიეტა დაიცავით, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა გინდათ, მაშინ ყურადღება “ზონას” მიაქციეთ.