“სინოფარმი/სინოვაკი დელტა ვარიანტის მძიმე განვითარებისგან 100%-თ იცავს” , _ ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!
ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.
10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.
100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!
70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!
59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!” _ დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა.