“სინოფარმის” ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია – კვლევის ამ შედეგებს შრი-ლანკას უნივერსიტეტი აქვეყნებს.
“ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იგივე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ”, – წერს უნივერსიტეტი განცხადებაში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95%-ს ანტისხეულების ის დონე განუვითარდა, რაც ორგანიზმში ინფექციის ბუნებრივად გადატანის შემდეგ რჩება.
კვლევა რეცენზირებამდელ სერვერზეა განთავსებული და რეცენზიას ელოდება.