BBC-ის ინფორმაციით, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპაში სიცხე მალე ჰაერის ტემპერატურის დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გადააჭარბებს.
როგორც ცნობილია, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1977 წელს დაფიქსირდა ათენში, 47 ცელსიუს გრადუსი, პორტუგალიაში 2003 წელს 47.7 გრადუსი, ესპანეთში კი გასული წლის ივლისში 47.3 გრადუსი.
სინოპტიკოსების ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში პარასკევს და შაბათს 47 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. დიდ ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსს მიაღწევს.
მკვლევარების თქმით, ჰაერის ტემპერატურის მატება კლიმატური ცვლილებებით არის გამოწვეული.
გავრცელებული ცნობით, გერმანიაში მდინარე ელბეს წყლის დონის დაცემის შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.