სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო მაღალმთიან რაიონებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში მცირე ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან, ტემპერატურა კი + 4-6 გრადუსი იქნება.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ნალექის რაოდენობა ხვალ შემცირდება, ხოლო 15 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.