დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჩინური წარმოების ( Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი მინიმუმ 14 დღეა, რაც ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.
სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.
ვაქცინა ავტორიზებულია 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა.
სინოვაკის ვაქცინა 85 – 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან.“ – აღნიშნულია განცხადებაში.