საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მყოფ ქართველებს აფრთხილებს.
„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
‼️დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼️
ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼️მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼️
შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
0526919092 დავით ჩაჩავა
0528888513 მიხეილ ბაბლუანი
0548620270 ნინო ჩანტლაძე
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.
შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ“,_ ნათქვამია განცხადებაში.