https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სიყვარულს ვენახს ვამსგავსებ“

10:44; 4.11.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„სიყვარულს ვენახს ვამსგავსებ. ვენახის ნაყოფით შეგვიძლია დავაყენოთ ღვინო, ვიმკურნალოთ, მოვამზადოთ ფელამუში, ქიშმიში, ჩურჩხელა თუ სხვა ბევრი სასარგებლო და გემრიელი ნაწარმი. ძირი, საწყისი კი ერთია – ვენახი. ასეა სიყვარულიც. მასზე ათასნაირი სიკეთე შეიძლება „დაამყნო“, დააშენო…“ – ასე განმიმარტა სიყვარულის ცნება შეხვედრისას ცნობილმა პოეტმა, საშა გველესიანმა. სათქმელს, ძირითადად, ლექსებით, რიტმითა და რითმებით გამოხატავს. (მითხრა, პროზა დავიწყე, მაგრამ როგორც კი მივუჯდები, გონება რიტმსა და რითმებს „მთავაზობსო“) ლექსის ტაეპები მათი შინაარსით იმდენად სიღრმისეულია, წამით გეგონება, თითოეულ მათგანს თან ექოც მოჰყვება… შემდეგ ფერების მიხედვით ემოციებად ლაგდება და მკითხველის წარმოსახვაში ფერწერულ ტილოებად, შთამბეჭდავ კადრებად იშლება… მათზე კი მთლიანი ცხოვრებაა დატანილი… თავისი მზიანი თუ უმზეო დღეებით… სიყვარულით, სითბოთი, ბრძოლითა და დანებებით…

საშა გველესიანთან თავისი და თანამედროვე პოეზიის, გატაცებების, სიყვარულის, ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდოს, წიგნის მნიშვნელობისა და მეგობრების შესახებ ვისაუბრეთ…

– ბატონო ალექსანდრე, თქვენი ლექსები ზედმეტად წარმომსახველობითია. თითქოს, კითხვის პარალელურად, მოქმედებაც ვითარდება და მკითხველი ამას „ხედავს“. ეს რაიმე გაგებით თეატრს ხომ არ უკავშირდება? ასეთი მეტყველი სახეები მსახიობის მდიდარი წარმოსახვის უნართანაც ხომ არაა დაკავშირებული?

-ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, ალბათ, ასეა. ჯერჯერობით, თეატრთან შეხება აღარ მაქვს. ქუთაისისა და ზესტაფონის თეატრებში ვმუშაობდი.

-სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობთ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს აღფრთოვანებას თქვენი პოეზიის მიმართ… როგორ ფიქრობთ, რით გამოარჩევს მკითხველი თქვენს ლექსებს – გამოხატული გულწრფელობით, ნოსტალგიური განწყობებით თუ ღრმა სასიყვარულო ემოციებით?

 -ეს საკითხი რომ გავშალოთ, საბოლოოდ, თავის ქებასთან მივალთ, რასაც ვერაფრით დავუშვებ (იცინის). ერთადერთი, რაც შემიძლია ზუსტად გითხრათ, ისაა, რომ მკითხველი აბსოლუტურად ადეკვატურია. ბუნებრივია, მეტი გამოხმაურება ლირიკას აქვს ხოლმე.

 -როცა კონკრეტული ლექსის სოციალურ ქსელში განთავსებას აპირებთ, იმასაც ითვალისწინებთ, რომ რაიმე ორაზროვანს ან ზედმეტად თამამს არაადეკვატური რეაქცია არ მოჰყვეს? თუ წასულხართ „დათმობაზე“ და რაიმე ფრაზა ამოგირიდებიათ ან გადაგიკეთებიათ ამ მიზეზით?

– საერთოდ, ახალ ლექსებს სოციალურ ქსელში არ ვათავსებ. არასოდეს ვფიქრობ იმაზე, ვინ რას იტყვის ან როგორ გაიგებს. ცუდი თქვას – არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე ფიქრი რომ დავიწყო, უნდა გავჩერდე… ვეღარ დავწერ…

-ყოფილა არაადეკვატური რეაქცია, არასწორად გაგების შემთხვევები?

 -როგორ არა?! თანაც, არაერთხელ. თუმცა, მოუციათ სრულიად საგულისხმო შენიშვნაც და გამითვალისწინებია კიდეც.

-არასწორი აღქმა ან ნეგატიური შეფასება ემოციურად არ მოქმედებს? ასეთ დროს მუზებიც ხომ არ ითრგუნებიან ხოლმე?

-მოქმედებს, მხოლოდ, მაქვს უნარი გავაანალიზო, სხვისი თვალით, სხვა რაკურსით შევხედო. შემინახავს კიდეც ლექსი, რომ დამვიწყებოდა და შემდეგ, როცა თავიდან წამიკითხავს, მიფიქრია: „მართალი მითხრეს“. შემოქმედება, ამ შემთხვევაში კი, პოეზია, ბავშვის შენახვაა შენს თავში. მისი შეხება არ შეიძლება. დაკარგავ ბავშვურ სითამამეს, სიწრფელეს, პირდაპირობას და ეს თუ დაკარგე, ნომენკლატურისტი ხდები. ეს კი უკვე შემოქმედება აღარ არის.

-ბევრს კითხულობთ?

 -დიახ, კითხვა, წიგნი მიყვარს ძალიან.

-ახალი ლექსისთვის რაიმე კონკრეტული ემოციაა ხოლმე საჭირო?

 -ემოციებზე ბევრია დამოკიდებული. თუმცა, იშვიათად, რომ კონკრეტულ ემოციას ზუსტად იმავე განწყობის ან შინაარსის ლექსი მოჰყვეს. შესაძლოა, სულ ერთი სიტყვა ჩაგესმას და იმ სიტყვამ დაბადოს მთლიანი ლექსი… არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ლექსი ეძღვნება და არის ლექსები, არანაკლებ გრძნობით გადმოცემული, რომელსაც კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. შესაძლებელია, ვინმეს, უბრალოდ, თვალი მოჰკრა და რაღაცის თქმა, გამოხატვა მოგინდეს. წინასწარ ვერ გაიგებ ფიქრი, ლექსი რა ფორმით განვითარდება…

-კლასიკოსებიდან ვის გამოარჩევთ?

– ვისაც კლასიკოსს ვუწოდებთ, ყველა მიყვარს. თუმცა, მაინც გამოვარჩევდი გალაკტიონს, ცისფერყანწელებს. განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან ლადო ასათიანის პოეზია. ძალიან ვაფასებ რეზო ამაშუკელის შემოქმედებას. გენიოსებს არც ცხოვრების ნორმალური წესი აქვთ, არც სიცოცხლის ხანგრძლივობა.

-თანამედროვე პოეზიას როგორ შეაფასებთ?

-საოცარი ახალგაზრდები გვყავს, არაჩვეულებრივად წერენ. მათი უმრავლოსობა არ ჩანს. მოგეხსენებათ, წიგნების გამოცემა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მდიდარი პოეტის შესახებ კი, მე ჯერ არ მსმენია (იცინის). სამწუხაროდ, ძირითადად, შესაძლებლობები აქვთ მათ, ვისაც არ აქვს გემოვნება. ადრეც გვყავდა დიდი პოეტები, ვისაც საკუთარი თავი პოეტად ერთხელაც არ მოუხსენებიათ. ძია ნიკო სამადაშვილი მახსენდება. უდიდესი პოეტი იყო. გალაკტიონს უყვარდა ძალიან. ჯერ ადამიანი იყო საოცარი და შემდეგ პოეტი.

– ამბობთ, რომ მუდმივად შეყვარებული ხართ… ამისთვის ობიექტი ყოველთვის აუცილებელია თუ ეს, უბრალოდ, ნიჭია, რომელიც ან აქვს ადამიანს, ან არ გააჩნია?

-სიყვარული მუდმივად არსებობს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ვინმეზე „დამოკიდებული“. სიყვარულს ვენახს ვამსგავსებ. როგორც ვენახის ნაყოფით შეგვიძლია დავაყენოთ ღვინო, ვიმკურნალოთ, გავაკეთოთ ფელამუში, ქიშმიში, ჩურჩხელა და ა.შ. ძირი, საწყისი ერთია – ვენახი. ასეა სიყვარულიც. მასზე ათასნაირი სიკეთე შეიძლება დააშენო.

 – რისი დეფიციტი გვაქვს დღეს საზოგადოებას… მშობლებს… შვილებს?

 – წიგნის.

– კარგი წიგნის?

– საერთოდ, წიგნის. კარგსაც აღარავინ კითხულობს… ყველაზე მეტად არ მიყვარდა „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროების სწავლა. მოგვიანებით მივხვდი ამას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. ბავშვს არ უნდა დააძალო სწავლაო… აბა, როდის ისწავლის?! რომ გაიზრდება და უღელს დაიგამს ქედზე?! მერე ვეღარ იცლის, აღარც დროა და დამოკიდებულების ძაფებიც წყდება… არადა, წიგნია მთავარი!

– მეგობრებთან ყოფნა გამორჩეულად გიყვართ…

 -ერთი წამითაც არ შემიძლია მათ გარეშე. მათ კამპანიაში ყოფნა ჰაერია, წყალია ჩემთვის. ყველა ექიმზე ეფექტურად „მკურნალობენ“… არცერთი მათგანი ნორმალური არ არის – თავისთავად (იცინის). ამ არანორმალურობის სიგიჟე მიყვარს. ან კი როგორ შეიძლება ჩემი მეგობრები ნორმალურები იყვნენ?! ერთად ყოფნა გვიხარია. მთავარი ესაა. რკინას ჟანგი რომ დაედება, ყველაზე კარგად მას ისევ რკინა აშორებს. ჩვენც ასევე ვაშორებთ ერთმანეთს ამ „ჟანგს“.

– ცნობილი თამადაც ყოფილხართ…

 – ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. აბსოლუტური სიბრიყვე ჩემი მხრიდან, რადგან შედეგად, დღეს უკვე დიაბეტი მაქვს. რატომღაც მიმაჩნდა, რომ ყველა სადღეგრძელო უნდა დამელია. ვთამადობდი მთელი შემართებით. ქართული სიბრიყვეა, რომ თამადობა დალევასთან ასოცირდება. 300 ქორწილი მაქვს დათვლილი, სადაც ვითამადე. ან ამას რატომ ვითვლიდი?! (იცინის) მერე უკვე აღარ დამითვლია… თანამედროვე მიდგომა განსხვავებულია. თამადას აღარც დალევა ევალება და რაც ძალიან არ მომწონს – ძირითადად, დაზეპირებული ფრაზებით საუბრობენ.

 – იუმორის გრძნობაც და მისი გამოხატვის უნარიც მოჭარბებული გაქვთ…

– როცა რაიმე საქმეს ვემსახურებით, ამით საკუთარ თავს ან გრძნობებს კი არ გამოვხატავთ, ვცდილობთ, ის ტკივილი დავფაროთ, გადავფაროთ, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაქვს. ზოგჯერ ეს ის ტკივილია, რომელსაც საკუთარ თავსაც კი ვუმალავთ. იუმორითაც შენს ტკივილს დასცინი. არ ვგულისხმობ ცინიზმსა და სარკაზმს. მათგან განსხვავებით, იუმორი ძალიან კეთილია. ვფიქრობ, ყველაზე ნაღვლიანი ადამიანები ჯამბაზები არიან. ნებისმიერი იუმორის საფუძველი უზარმაზარი ტკივილია. ყველა ცნობილ კომიკოსს, ვინც კი სცენაზე დგას, სულში დიდი ტკივილი აქვს.

რაღაც უთქმელი

ფარღალალაა

როდესაც ნისლი,

ციდან ნოტია ცივ წვიმას

წველის

და მზეს ძარღვებში ინახავს

სისხლი

— ვარ, შენი ღამის სითბო

და მცველი.

რაღაც, უთქმელი, ისევ

დაბრუნდა,

ოთახში შუქობს შენი

ღილ-კილო,

დამღალა ქარმა,

რამდენჯერ უნდა

ჩაიქროლოს

და ჩაიქირქილოს.

ქარებსაც ახსოვთ

(მიეტევებათ)

გაშლილ ვენახს

რომ ასხდნენ ზარებად,

ძუძუების

და მძიმე ტევნების

ერთად მწიფობა

და გადარევა.

ძველ საწნახელში, სადაც

მრეშ მტევნებს

ახსნეს ბეჭედი და სიქალწულე,

დასაწურ კერტებს ბალღურად

ვევნე

და დიდედებმა ამითვალწუნეს.

ჰო, ის სიმთვრალე იყო

წამება,

დუღდა მაჭარი, ჯერ ისევ უნდო,

მაღლარის ლერწზე

ლურჯი ცა ება

და გზისპირებზე ეყარა დურდო.

სახურავებზე ფიფქია უკვე

და რაღაც უთქმელს

ინახავს სისხლი,

ზამთრის ღამეებს თამბაქოს

ვუკმევ,

ფარღალალაა როდესაც ნისლი.

საშა გველესიანი

[sexy_author_bio]

საშა გველესიანი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

ჭიჭინაძე: „ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია, შიში კი ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს

ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად გამოჩნდა _ "მიშა უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში უნდა დაბრუნდეს"

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო