მტკივა, დღევანდელი დღის გათენება, მტკივა შენი არ ყოფნა მაა…
2 წელი გავიდა შენი ზეცაში გაფრენის დღიდან.
დრო გადის, წარსულში დარჩენილი შენი ადამიანური ცხოვრება ნელ-ნელა კადრებად მიდის და თვალცრემლიანი ვიხსენებ.
რა კარგი იყო განვლილი წლები, სიყვარულსა და ბედნიერებას თვალებით აფრქვევდი.
ჩუმი,მოკრძალებული, მორიდებული ხმის ტემბრით გვმოძღვრავდით.
და ნეტა იმ დროს, როცა შუამავალი იყავი ჩვენსა და უფალს შორის.
შეხვედრამდე, მაა…
იმედია, ისევ შევხვდებით ერთმანეთს, _ წერს სოციალურ ქსელში მამა თომას მრევლის წევრი მარიამ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი, ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა (სიხარულიძე) 2021 წლის 25 ივნისს კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.