ქალწული
პედანტი და სისუფთავის მოყვარული, დეტალებზე ორიენტირებული ქალწული როგორც ჩანს სიყვარულის გურუ ნამდვილად არ არის, მეტიც ის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ჰოროსკოპის ნიშანია, რომელიც იმდენად დიდხანს აანალიზებს ყველაფერს, რომ პარტნიორს ურთიერთობის სურვილს უკარგავს, შედეგად კი მარტო რჩება, ურთიერთობაში საკმაოდ მგრძნობიარე და მოსიყვარულეა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, ქალწულს არ უნდა დროის დაკარგვა, შესაბამისად ფიქრობს რომ ურთიერთობებში შესაძლოა მისი იმედები პარტნიორმა ვერ გაამართლოს, ამიტომ პირველი ადგილი სკეპტიციზმში სწორედ ამ მიდგომით არის განპირობებული.
მორიელი
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი, რომელის საუკეთესოდ ანსხვავებს ერთმანეთისგან სექსსა და სიყვარულს, მიუხედავად იმისა რომ მისი ოცნება სიყვარულის მორევსა და თავგადასავლებში გადაშვებას მოიცავს, ცხოვრებისგან ცუდი გამოცდილებით დაასკვნა რომ ადამიანის ნდობა არ შეიძლება. მართალია ბოლომდე იმედგაცრუებულები არ არიან, თუმცა ურთიერთობების დაწყებამდე ძალიან დიდი დრო სჭირდებათ.
ტყუპები
ტყუპებს უყვართ სიყვარულის იდეა, თუმცა მიზეზი, რის გამოც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისაა, რომ ამისთვის თავის მიძღვნაა საჭირო. ტყუპების ნიშნის წარმომადგენლები ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე ცხოვრობენ. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც უყვართ, კვლავ ეჭვით უყურებენ საკუთარ გრძნობებს – ეს ნამდვილად სიყვარულია? სამყაროში ამაზე უკეთესი გრძნობებიც ხომ არ არსებობს?
ავტორი