ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა.
როგორც ცნობილია, კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. „სიქსტის კაპელაში“ ქართველებმა პირველად იმღერეს.