სწორად შერჩეული არომატი მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულს და შესაფერის განწყობას ქმნის – რომანტიკულს, ეროტიკულსა და ვნებიანს.
სუნი აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ თქვენი შეყვარებულის ლტოლვა ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს შეცვლაზე ან გამოიყენეთ იგივე არომატი, რომელსაც პირველი შეხვედრების დროს იყენებდით.
სუნს აქვს უნიკალური უნარი, გამოიწვიოს ჩვენში სხვადასხვა ასოციაცია და გააღვიძოს მოგონებანი.
სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორებიც თითქოს მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს.