ნიუ-ჯერსის შტატის პატარა ქალაქ ისტ ბრიუნსვიკის ზოოპარკის ბინადარ დათვს, “6131”-ს (ასე უწოდებენ მას) უკვე ყველა იცნობს.
საქმე ის არის, რომ 3 წლის დათუნია ზოოპარკიდან სატრფოს საპოვნელად ბოლო კვირების მანძილზე უკვე მეექვსედ გაიქცა!
ზოოპარკის თანამშრომლები კი დაუდგრომელ მიჯნურს დასაძინებელი შპრიცის სასროლი სპეციალური თოფით მთელ შტატში დასდევენ.
ბოლოს, უიღბლო მიჯნური ათობით კმ-ით დაშორებულ უბანში ხიდან “ჩამოხსნეს”. დათვის დაძინება კი მხოლოდ მესამედ ნასროლი შპრიცით შეძლეს… ხიდან ჩამოვარდნილ “საკუთარ ქონებას” ზოოპარკის თანამშრომლები ქვემოთ გასაჭიმი ბადით დახვდნენ, რათა არაფერი დაშავებოდა.
“მსგავსი არაფერი მინახავს”, – ამბობს ვეტერინარი ქეთი უილისი, – ჩვეულებრივ, დასაძინებლად ერთი შპრიციც საკმარისია, მაქსიმუმ ორი. სამი კი ნამეტანია! მით უმეტეს, რომ დათვმა ამ დღეებში ასობით კმ გაიარა და წონაშიც გვარიანად დაკლებულია”.
ჯიუტ “6131”-ს უკვე ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა და მისთვის და ზოოპარკისთვის “საპატარძლოს” შეძენას გეგმავენ.