თუ ერკვევით, როგორ ესმის მამაკაცს სიყვარული, შეგიძლიათ, იწინასწარმეტყველოთ თქვენი ურთიერთობების მომავალი. ეს კიდევ არისტოტელემ შენიშნა, რომელმაც სიყვარულის 6 სახე გამოყო:
სამსხვერპლო სიყვარული _ მამაკაცი, რომელსაც ეს გრძნობა ესმის, როგორც თავშეწირვა, გააკეთებს ყველაფერს, რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს.
სიყვარული თამაში – უპირველეს ყოვლისა, სექსუალურ ლტოლვაზეა დამყარებული.
გრძნობიანი სიყვარული – დამყარებულია ერთგულებაზე და მხოლოდ შემდეგ ფიზიკურ ლტოლვაზე.
სიყვარულით შეპყრობილობა – როგორც წესი, დაფუძნებულია ვნებასა და ეჭვიანობაზე.
ანგარებიანი სიყვარული – მამაკაცს მიაჩნია, რომ მას ესაჭიროება ქალი, რომელთანაც თავს მოხერხებულად იგრძნობს.
სიყვარული მეგობრობა – მამაკაცი გიამბობთ თავის პრობლემებზე და მეხუთე თაობამდე ახლობლებზე. თქვენ გრძნობთ, რომ მას შეგიძლიათ გაუზიაროთ ყველაფერი.