სირია 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN გაეროს ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მილიონობით ადამიანის ქვეყნიდან წასვლის მიზეზი ომია, რომელიც უკვე 6 წელია გრძელდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლის, ფილიპო გრანდის თქმით, ლტოლვილების მასობრივ დასახლებებამდე მისაღწევად და მათი ზუსტი რიცხვის დასადგენად გრძელი გზაა გასავლელი.
„ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი მასობრივ დასახლებების ადგილებამდე გასამგზავრებლად დალტოლვილების რაოდენობის, ასევე მათთვის გადასაადგილებელი მარშრუტების ხელმისაწვდომობის დასადგენად“,_ამბობს გრანდი.