სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაცია ადგილობრივმა პორტალმა Akhbar.fouri-მ გაავრცელა.
,,გაფითრებული, მაგრამ ცოცხალი. ის სირიელმა მაშველებმა იპოვეს, რომლებიც ნანგრევების ანალიზზე 16 მაისს მუშაობდნენ,“ – წერს პორტალი.
Akhbar.fouri-მ გამოაქვეყნა სასტიკად დაავადებული მამაკაცის გადარჩენის კადრები.
მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებიც თვლიან, რომ მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოუწევს. მამაკაცი როგორ გადარჩა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა თურქეთსა და სირიაში. სტიქიას 45-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი