დაბომბვა არ იცავს სიცოცხლეს და არ მოაქვს მშვიდობა, _ აღნიშნული განცხადება The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჯერემი კორბინმა გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა ცეცხლის შეწყვეტას უნდა შეუწყოს ხელი.
“ბრიტანეთმა მთავარი როლი უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და არ უნდა მიიღოს ინსტრუქციები ვაშინგტონისგან. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ რუსეთი და ამერიკა დაითანხმოს გამოძიებას მიეცეს დამოუკიდებლად წარმოების საშუალება”,_განაცხადა კორბინმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა სირიაზე იერიშის მიტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 7 აპრილს სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმა მოხდა. რუსეთი აცხადებს, რომ ქიმიური თავდასხმის ნიშანი მისმა ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს.
ამავე თემაზე: “ეს შემთხვევა კომუნიკაციით უნდა გადაწყდეს”_ზახაროვა
მოამზადე, რუსეთო“_ აშშ-ს პრეზიდენტი
სირიაზე სარაკეტო დარტყმა დაიწყო
ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება“_ პუტინი
„კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“
„ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივხვდეთ, რა ხდება მიწაზე“ _ ტერეზა მეი