სირიის არმიამ დამასკოსთან ახლოს, ჯიჰადისტებზე ავია იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე, რომელზეც იერიში გახორციელდა ქვეყნის ხელისუფლების კონტროლიდან გასულია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გასულ შაბათს სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო დასაჯა და დამასკოზე ავია იერიში განახორციელა.