სირიის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელზეც დაახლოებით 150 მიგრანტი იმყოფებოდა.
როგორც BBC იუწყება, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის 71 მიგრანტის ცხედარია ნაპოვნი, 20 კი სამკურნალოდ გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავში ლიბანის, სირიის და პალესტინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ შორის ქალები და ბავშვები.