„ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის ანდჟეი პოჩობუტისთვის – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად გამოცხადებას.
The European Parliament just awarded the Sakharov Prize to Mzia Amaglobeli, together with Adrzej Poczobut from Belarus. Shame on the Georgian Dream, trying to turn Georgia into another Belarus. Mzia must be released, as all political prisoners. Repression has to stop. 🇬🇪 🇪🇺 pic.twitter.com/G1ADjUX9dM
— Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) October 22, 2025
































































