„რესპუბლიკური“ პარტიის ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე რუსეთს, ჩადენილი დანაშაულის გამო, საკადრისი პასუხი ვერ გაეცემა.
„ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, ხელისუფლების ცვლილების გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ ვერც რუსებს გავცემთ საკადრის პასუხს და საერთოდ, ვერაფერს მივხედავთ ამ ხელისუფლების შემყურე. ყველა გზა რომში მიდის, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
მხოლოდ იმაში არ არის საქმე, აქ რუსები რამდენ „ეფესბეს“ აგენტურას შემოუშვებენ. დამოკიდებულებაშია საქმე იმ ქვეყნისადმი, რომელიც უკრაინაში ბავშვებს ხოცავს, ეს არის სამარცხვინო. სირცხვილია რუსეთის ასეთი პარპაში საქართველოში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.