პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები უნდა დაამტკიცონ, უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამთავრობო ცვლილებებს უნდობლობა გამოუცხადა.
,,ჩვენ პირველები ვართ, ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე, ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს და უამრავ ოჯახს ძალიან უჭირს, მაგრამ სირცხვილია თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე მაშინ, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთხელ, უდიდესი სირცხვილია თქვენი მხრიდან ამის გაკეთება“, _ მიმართა სოფო კილაძემ ჭიაბერაშვილს.