ხმაურით დაიწყო ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, სადაც დღის წესრიგისვშესაბამისად მთავარი განსახილველი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტია.
ენმ-ის წარმომამდგენელმა კახა ასკურავამ სხდომის დასაწყისში ითხოვა სიტყვა და მმართველი გუნდი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
“ეს რასაც თქვენ აკეთებთ არის პოლიტიკური დაკვეთა და სირცხვილია უბრალოდ, ვადაგასულ საკრებულოს ამტკიცებინებთ მომავალი წლის ბიუჯეტს. საკუთარი კოლეგების მართლაც უპატივცემულობაა, რომელთაც შემდგომი ოთხი წელი უნდა იმუშაონ საკრებულოში, მათ იმის საშუალებაც არ მიეცათ რომ ბიუჯეტის პროექტში ჩაეხედათ. სირცხვილია”- თქვა ასკურავამ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
“ეს არის დემაგოგია” – ასე შეაფასა ასკურავას გამოსვლა მერმა.
“ ბიუჯეტი დაგეგმილია სწორად და არც ერთი შენიშვნა არ არის მის მიმართ”- თქვა ჩიბათის მაჟორიტარმა გიორგი ჩახვაძემ.
[sexy_author_bio]