“სირცხვილიამ დაამტკიცა, რომ სირცხვილია” _ ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციას “სირცხვილიას” ამბავი.
“ამ ორი დღის განმავლობაში კარგად დავინახეთ რაც მოხდა. სირცხვილიამ დაამტკიცა, რომ სირცხვილია” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “სირცხვილიამ” ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში”.
როგორც “სირცხვილიას” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.
“რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ”, – აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.