1956 წლის 9 მარტის შემდეგ 62 წელი გავიდა. საზოგადოებას დღესაც აწუხებს კითხვა, რა მოხდა რეალურად იმ ღამეს თბილისში, ვისი ბრძანებით გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს, რატომ არ დაინდო საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები.
სწორედ ამ თემას მიეძღვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების არქივის მიერ მომზადებული ფილმი _ “1956-9 მარტი”, ჟურნალის _ “საარქივო მოამბის” მე-15 ნომერი, რომლის PDF ვერსიას აქვე გთავაზობთ.