დაჭრის ფაქტი მოხდა ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ. კლინიკა „მედალფაში“ 40 წლის მამაკაცს ოპერაცია უკვე უტარდება. ის მუცლის არეში შემავალი ჭრილობით არის დაჭრილი.
ამ დროისთვის მედიისთვის არ არის ცნობილი დაჭრის დეტალები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.